08 სექტემბერი 2026,   11:44
ვრცლად
არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე​ - მიხეილ კალანდიას ძმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მიხეილ კალანდიას სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - მიხეილ კალანდიას ძმამ განაცხადა, რომ მოსამართლეები არაობიექტურები არიან და მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება სარკაზმულია. 

"მაინტერესებს რითი დაასაბუთებენ ის მოსამართლეები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნეები არიან. იმას, რომ საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. თურმე 20 წლის ბიჭი უნდა გავუშვათ 11 წლით და 3 თვით ციხეში, ეს ძალიან სარკაზმულია მათი მხრიდან. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე, ასე რომ მოსალოდნელიც იყო," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

დღის ამბები