18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად არ არის - გიორგი ფხაკაძე

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად არ არის. ამის შესახებ "დღის კურიერში" გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძემ პარიზიდან ისაუბრა.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლის მიუხედავად, საქართველოში კოვიდდადებითი ტურისტი მაინც შემოვა, რაც ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

"ჩვენი უსაფრთხოება არის დაცული იმიტომ, რომ საქართველოში საზღვრები არის დაკეტილი. როგორც კი საზღვრები გაიხსნება, კონტროლის მიუხედავად, საფრთხე შეიქმნება, რადგან ინკუბაციის პერიოდში ვირუსი ასიმპტომურია.

ის მექანიზმები, რაც სასაზღვრო კონტროლისას იქნება, ძალიან ზედაპირულია. ჩვენ მაინც გამოგვეპარება პოზიტიური ხალხი. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით. 

ზოგ ქვეყანაში როდესაც ტურისტები ჩაფრინდებიან, საკუთარი ავტობუსით გადაადგილდებიან სასტუმროში, სადაც არის ზღვა და ისინი ჩაკეტილები არიან თავის კარიდორებში, მაგრამ საქართველოში ეს იქნება შეუძლებელი. მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის მზად არის. ის შეზღუდვები რომელიც მიღებულია, იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში ჩემზე უკეთ იციან, რომ მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არ არის,"-განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები