19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებული ქვეყანაში სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა

ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებული შუახნის ქალია, ის თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა საიდანაც პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. 57 წლის ქალს გუშინ ცხელება აღენიშნებოდა, ჩაუტარეს სწრაფი ტესტირება და COVID-19 დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შუახნის ქალი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, მას PSR ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარეს და მას არ ჰქონდა კორონავირუსი, თუმცა გუშინ ხელახლა გადამოწმდა პაციენტის მონაცემები, რის შემდეგაც მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

ინფიცირებული გადაყვანილია ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

"კლინიკას დაემატა ერთი ახალი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი დადასტურებული. არის შუახნის ქალბატონი, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და იქიდან იქნა გადმოყვანილი. ჩაუტარდა PSR ტესტირება, იყო დადებითი COVID-19-ის ვირუსზე და გადმოყვანილი იქნა შემდეგ ჩვენთან. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ჩივილებს არ წარმოადგენდა," - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 10 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

დღის ამბები