10 სექტემბერი 2026,   11:12
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე, ვახო ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში დამატებით, დეტალების დასაზუსტებლად დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. ვახო ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და შენობა ყველაზე გვიან დატოვა.

მისი უფლებადამცველის ინფორმაციით, იყო დამატებითი კითხვები. თუმცა კონკრეტულად რასთან დაკავშირებით, ადვოკატი ამაზე არ საუბრობს. უკომენტაროდ დატოვა საგამოძიებო უწყება ერთ-ერთმა არასრულწლოვანმაც (ნ.ხ).

სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს იაკობ ბრეგვაძესაც.

"დაისვა სხვადასხვა შეკითხვა, დაზუსტდა გარკვეული გარემოებები. აღვნიშნავ, რომ ვახტანგ ახვლედიანი დამატებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა დეტალების დასაზუსტებლად,"- განაცხადა ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა კახა წერეთელმა. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.

დღის ამბები