სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის, მათ ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნა და განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.