შუახნის მამაკაცს, რომელიც ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრია ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა. მისი თქმით, მამაკაცს ენგურის ხიდზე განთავსებულ პუნქტში სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რითაც ახალი ვირუსი დაუდგინდა.
მამაკაცი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას იზოლირებულ განყოფილებაში მოათავსებენ. ნანა ოდიშარიას განმარტებით, მას PCR ტესტი უნდა ჩაუტარდეს, რადგან შემთხვევა საეჭვოდ ფასდება და სწორედ აღნიშნული ტესტის შემდეგ დაზუსტდება, ნამდვილად აქვს, თუ არა მამაკაცს Covid-19-ის ვირუსი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ენგურჰესის თანამშრომელია.