19 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. სამივე მათგანს, სავარაუდოდ, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ.

სოფელ ლიას მცხოვრები 3 პირი ამბობს, რომ ისინი ჯარიმის სანაცვლოდ დღეს ე.წ. სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს. მათივე თქმით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. მათივე თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

სოფელ ლიის მცხოვრები 3 პირი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 ივნისს ე.წ. საზღვრის ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები