საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1117-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ანახლებული სტატისტიკის მიხედვით, 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მონაცემი ამ დროისთვის 917 გახდა.
ქვეყანაში ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში COVID-19-ის ინფექციას 16 პაციენტი ემსხვერპლა.