18 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
დღეიდან ყოველ შაბათ-კვირას, ორბელიანის მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს

დღეიდან ყოველ შაბათ-კვირას, ორბელიანის მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს. მოედანზე ქარავანის ბაზრობა ბრუნდება. ღია კაფე-ბარებთან ერთად მოეწყობა აგრო-მარკეტი, ქართული ხელნაკეთი ნივთების, წიგნებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ უნიკალური ქართული ჯიშის ღვინოებისა და სხვადასხვა ქართული ნუგბარი. ათონელის ქუჩა თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიურ საგამოფენო სივრცედ გადაიქცევა.

ძველი თბილისის ისტორიულ ქუჩაზე, სხვადასხვა არტისტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება მხატვრობა, ინსტალაცია და ფოტოგრაფია. ალექსანდროვის ბაღი კი დღეს ძველმანების ბაზარს უმასპინძლებს.

დღის ამბები