19 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
აშშ-ის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, წლების განმავლობაში გაწეული დახმარება 140 მილიონ დოლარს აჭარბებს

ინფექციების კონტროლი, იმუნიზაციიის სისტემა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ეს არის ნაწილი იმ რეფორმების, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით წლების განმავლობაში განახორციელა. USAID-ის დახმარებით, შეიქმნა ჯანდაცვის მყარი სისტემა, რომელიც მზად დახვდა მსოფლიო გამოწვევას - COVID-19-ს.

COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, USAID-მა აამოქმედა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ინფექციების პრევენციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას, ახალი შემთხვევების გამოვლენას, ექიმების გადამზადებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთში.

ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოების მიერ, ჯანდაცვის სექტორში, წლების განმავლობაში გაწეული დახმარება 140 მილიონ დოლარს აჭარბებს. ასევე, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა განათლების, ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორის მხარდასაჭერად.

ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო, საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგების განვითარებას.

 

ავტორი: სალომე გოგინაშვილი

 

დღის ამბები