საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1137-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და 922-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილია 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6439 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 326.