გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მის შვილს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგ-ში" მუშაობდა.
მისივე განცხადებით, თამარი შინ დანაღვლიანებული ბრუნდებოდა და კითხვაზე, თუ რა სჭირდა მას, არ პასუხობდა და ტირილს იწყებდა.
"ჩემი შვილი იყო სიცოცხლით სავსე, ყოველთვის მელაპარაკებოდა უხასიათოდ რომ ვიყავი ხოლმე და გამეხსნებოდა გული. აი ზეგ, ერთი წლის შემდეგ როგორ იქნება განვითარება - სულ მაგისკენ იყო.
არაფერი ოჯახის მხრიდან პრობლემა და დარდი არ ჰქონია, უბრალოდ მე მკლავს ერთი რამე, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი - თამარ რა დაგემართა შვილო თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ შვილო, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ სამსახურში ჰქონდა პრობლემები," - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.