20 ოქტომბერი 2021,   15:10
ვრცლად
ბოლო 6 კვირის მანძილზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაორმაგებულია, მსოფლიოში COVID-19 ძალას იკრებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო 6 კვირის მანძილზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაორმაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსი ძალას იკრეფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მსოფლიო ლიდერებს დრამატული ციფრების თავიდან აცილებისთვის შეზღუდვების დროულად დაწესება მოსთხოვა.

ამ დროისთვის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ ესპანეთში. ქვეყანაში ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ პანდემიამ გავრცელება კვლავ აქტიურად დაიწყო. კატალონიის რეგიონის ჯანდაცვის უწყება საზოგადოებას არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთში მყოფი მოქალაქეებისთვის, ქვეყნაში დაბრუნების შემდეგ 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. როგორც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი კერების გაჩენა აუცილებლად უნდა აღიკვეთოს.

დღის ამბები