18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ბიჭებს უკვე მეორე დღეა ეძებენ

მეორე დღეა დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ბიჭებს ეძებენ. არასრულწლოვნების კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან ქრება. ისინი თბილისში,  ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.

სამძებრო სამუშაოები როგორც სოფლის ტერიტორიაზე, ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარეობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ფოტოს "კურიერი" ოჯახის მოთხოვნით აქვეყნებს. ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

"საბანაოდ დადიოდნენ. ყველგან იყო წასული პოლიცია, ყველგან ეძებეს, სკოლები, ტბები - სულ მოიარეს. არანაირი კვალი არსად არ არის. ბავშვის ბიძასთან დარეკეს მშობლებმა, აქ არ მოსულანო. კამერებიც შეამოწმა პოლიციამ მაგრამ უშედეგოდ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს," - განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ მაია ალბუთაშვილმა

დღის ამბები