პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია საქართველოში იცავს როგორც მოსახლეობის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას და იქ ფარული საქმიანობა არ მიმდინარეობს.
"რუსეთიდან არაერთხელ გამხდარა ლუგარის ლაბორატორია დარტყმის ობიექტი. ეს არის უფრო შორს მიმავალი მიზნები, მაგრამ კიდევ მინდა ვთქვა, რომ ლუგარის ლაბორატორია ემსახურება მედიცინას.
ის იცავს როგორც მოსახლეობის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას, მაგრამ ის არასოდეს ჩაერევა და არც არის მისი შინაარსი, რომ ვიღაცის მტრობა განიზრახოს, ან რაიმე ფარული საქმიანობა მიმდინარეობდეს იქ,"-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.
მოქალაქეების 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.