თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს ხელშეწყობაზე და ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა კულტურის ბიუჯეტი გაზარდა. კახა კალაძემ პროექტის "თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში, მუსიკალური საღამოები დააანონსა.
მერიაში აცხადებენ, რომ გრძელდება აქტიური კომუნიკაცია ბარებისა და ღამის კლუბების მეპატრონეებთან, რათა მათ უსასყიდლოდ გამოიყენონ თავისუფალი მუნიციპალური სივრცეები დროებითი სარგებლობისთვის, ასევე ელექტრონული სცენის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნითა და ელექტრონული მუსიკის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებისთვის.