28 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია. ოკუპანტ რუსეთში, ერთ დღეში  6 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა ​COVID19. 

კორონავირუსის 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში. აზერბაიჯანში ეს მონაცემი - 412-ს, უკრაინაში კი 1022-ს შეადგენს.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში კორონავირუსი ათასამდე პაციენტს დაუდგინდა. მზარდი სტატისტიკის გამო ყაზახეთი კარანტინს აგვისტოს შუა რიცხვებამდე ახანგრძლივებს.

პანდემიის გამო იტალიამ საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში აცახდებენ რომ გლობალური საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება.

დღის ამბები