04 მაისი 2024,   04:30
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა - პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 17 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კოვიდინფექციით დაღუპულთა რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს.

რთული ეპიდსიტუაციაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების რეკორდული რაოდენობის შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში.

ჩინეთში კი ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსი ასზე მეტ ადგილობრივს უდასტურდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდება იტალიაში.

მზარდი მონაცემებია საქართველოს მოსაზღვრე რუსეთსა და თურქეთში, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში 8, სომხეთში კი 4 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები