26 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე თანამდებობიდან გადადგა 

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია. გოჩა სვანიძემ სავარაუდოდ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მას ოფიციალურ კომენტარი გადადგომის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია.

როგორც რაგბის კავშირში ამბობენ, უახლოეს დღეებში გამგეობის სხდომა გაიმართება, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ გოჩა სვანიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს რაგბში არსებულ დაძაბულობას გარკვეულწილად განმუხტავს.

"ველოდებოდი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად განმუხტავს იმ დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო. არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბს ესეთი აჟიოტაჟი. კრიტიკული სიტუაცია იყო, ჩემპიონატი ვერ ახლდებოდა, რაღაც გარკვეული პროტესტი იყო თანამშრომლებში და ვფიქრობ, სიტუაცია განმუხტა და სწორი საქციელი იყო,“ - განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

 

ავტორი: ჯემალ ფარცხალაშვილი 

 

 

დღის ამბები