18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ევროკავშირმა COVID-უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ჩამონათვალში საქართველო ისევ რჩება

ევროკავშირის საბჭომ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა და ალჟირი ამოიღო. სიაში დარჩენილ 12 ქვეყანას შორის ისევ არის საქართველო.

სიაში ახალი ქვეყნების დამატება აღარ მომხდარა. ამ ეტაპზე სიაში რჩებიან ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ  კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი, ოღონდ იმ პირობით თუ ჩინეთი თავადაც გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

აღნიშნული სია რეკომენდაციას წარმოადგენს და ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. სიაში ქვეყნების შეყვანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით და ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობის მიხედვით ხდება. სია ყოველ 2 კვირაში ერთხელ ახლდება.

დღის ამბები