ფოთის რაიონული სასამართლო მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
24 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას განცხადებით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის და დანაშაული, რომელზეც ედავებიან, მას არ ჩაუდენია.
"საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, ის ითხოვს ნებისმიერი საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. ნამდვილად არ არის მისი დაპატიმრების საფუძველი,"- განაცხადა ჯიტა გულიამ.