23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა. დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
მათი განცხადებით, გამოძიებისგან ვერც ამჯერად მიიღეს პასუხები მათ კითხვებზე, რა გარემოებაში გარდაიცვალა თამარ ბაჩალიაშვილი.
რაც შეეხება ვერსიას, რომელზეც შესვლამდე ოჯახი საუბრობდა, რომ პროგრამისტს წვდომა ჰქონდა გარკვეულ ინფორმაციაზე, რომელიც მაღალჩინოსნებს უკავშირდება, ოჯახი ამბობს, რომ ამ ვერსიას გამოძიება სერიოზულად არ განიხილავს.
ადვოკატის თქმით, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის მასალებს ჯერ კიდევ ეცნობიან. მიხეილ რამიშვილმა დააყენა შუამდგომლობა მასალების გადმოცემის შესახებ, თუმცა ის ამბობს, რომ ამ საკითხზე გამოძიებას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მიხეილ რამიშვილი ასევე ელექტროშოკზეც საუბრობს, რომელიც, როგორც ირკვევა თამარ ბაჩალიაშვილმა მამას რამდენიმე თვის წინ სთხოვა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, თვითმკვლელობაზე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საუბარი არ შეიძლება იყოს.
მისივე ინფორმაციით, არსებობს ახალი მარშრუტი, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ასევე ავტომანქანის ექსპერტიზა.