გუშინ "დიდი სცენის" მე-5 ცოცხალი კონცერტი გაიმართა. ეს ტური და 7-ვე მონაწილის რეპერტუარი გიორგი ცაგარელმა შეარჩია, ყველა კომპოზიცია ქართველი თანამედროვე ავტორ-შემსრულებლების იყო.
მე-5 ცოცხალ კონცერტზე 2 აუთსაიდერიდან, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, პროექტს გიორგი გასვიანი გამოეთიშა, ხოლო შემდეგ ტურში, თინა დათიკაშვილსა და აკაკი პაპუნიდის შორის გულშემატკივრებს ერთ-ერთის გადარჩენა მოუწევთ.
კონცერტზე მონაწილეებს ცოცხალ მუსიკალურ აკომპანიმენტს "გიორგი ცაგარელი და სტრინგსის" მუსიკოსები უწევდნენ. შერჩეული რეპერტუარი დათო ევგენიძის, სალიოს, ნიკა კოჩაროვის და სხვა ქართველი ავტორების კომპოზიციებს მოიცავდა. "დიდი სცენის" გასული კონცერტების შემდეგ, ეს იყო ტური, სადაც ჟიურის წევრების მიერ ყველაზე მაქსიმალური ქულები დაიწერა.
პროექტის შემდეგი ლაივ კონცერტი, "რუსთავი2-ის" ეთერში 10 აგვისტოს გაიმართება და ეს იქნება ნიკოლოზ რაჭველის მიერ შერჩეული სასიმღერო რეპერტუარი. ვინაიდან 9 აგვისტოს დიდი მაესტრო გია ყანჩელს 85 წელი შეუსრულდებოდა, ამიტომ პროექტის შემქმნელებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ცოცხალი კონცერტი დიდი კომპოზიტორის შემოქმედებას მიეძღვნება.