თსუ-ს რექტორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კენჭისყრა პროგრესის ცენტრმა და მოძრაობამ "ხალხისთვის"გააპროტესტეს.
შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - გადაიდოს არჩევნები, შეიქმნას ეროვნული კომისია და გიორგი შარვაშიძემ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.
"გვაქვს 3 ძირითადი მოთხოვნა. პირველი მოთხოვნა არის, რომ გიორგი შარვაშიძემ, რომელიც არის აკადემიურ კორუფციაში ეჭვმიტანილი, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
მეორე მოთხოვნა არის, გადაიდოს რექტორის არჩევნები და მესამე ჩვენი მოთხოვნა - შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისაგან, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობისგან და ეს კომისია გამოავლენს აკადემიური კორუფციის საკითხებს," - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი მაკა ტოხიშვილი.