19 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, რომელიც მეორედ იყრის კენჭს, პლაგიატში ადანაშაულებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე მეორედ იყრის კენჭს, სამეცნიერო პლაგიატში ადანაშაულებენ.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც შემჩნეულია პლაგიატში. მან 40 გვერდი გადმოაკოპირა სადოქტორო ნაშრომიდან. ადამიანი, რომელიც არღვევს სამეცნიერო ხარისხს და სტანდარტებს, არ უნდა იყიდეს კენჭს, ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობაზე,"- აცხადებს "პროგრესის ცენტრის" წევრი ნიკა გვაზავა.

"არავითარი კონსულტაციები, არავითარი ანგარიში, რა გააკეთა რექტორმა აქამდე და რატომ არის ასეთ მაჩანჩალა მდგომარეობაში ევროპის უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით, ეს უნივერსიტეტი.

ყველაფერი ამის გარეშე ჩატარებული არჩევნები სწორედ ბრეჟნევის დროინდელი არჩევნებია, რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს ნანახი, საბჭოთა ბრეჟნევის ეპოქის დროს. 

ჩვენ წინაშეა რექტორი, რომელიც ბრალდებულია უმძიმეს აკადემიურ გადაცდომაში, პლაგიატში,"-აცხადებს მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათი დარჩა და იმის გასარკვევად, თუ ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას - აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება სამ კანდიდატს შორის უნდა მიიღოს. 

პოზიციების საბოლოოდ დაფიქსირებამდე მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორები გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე გასაუბრებას დისტანციურად გაივლიან.

დღის ამბები