20 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
გასულ წელს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი გარე კამერა დააზიანეს, სასამართლო განიხილავს

ოზურგეთის სასამართლო დღეს განიხილავს საქმეს გასულ წელს შეკვეთილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, რა დროსაც დაზიანდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული გარე სათვალთვალო კამერა.

დანაშაულს ედავებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონს. ის დანაშაულს არ აღიარებს.

"ჩვენი აქცია ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის შეწუხებას, რომ ეს ხმა გაეგონა მას. ყველა მეთოდით ცდილობდა ეს ხმა ჩაეხშო. იყო არაერთგზის ადმინისტრაციული წესით დაკავება და როცა ვერ მოახერხა ამ გზით ჩვენი შეჩერება, შეეცადა გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით საქმე აღეძრა ჩემთვის და სასაცილოა, თითქოს კამერა, რომელიც უკანონოდ უთვალთვალებდა პერიმეტრს და კარავში მყოფებს, თითქოსდა დავაზიანეთ და მნიშვნელოვანი ზარალი მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.

დღის ამბები