19 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
ბრალდებული ექიმის - ვახტანგ ყიფიანისათვის შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას ადვოკატი კანონით დადგენილ ვადებში გეგმავს

ადვოკატი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული ექიმის - ვახტანგ ყიფიანისათვის შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას გეგმავს. მისი თქმით, ვერცერთი მტკიცებულება ექიმების ბრალეულობაზე ვერ მიუთითებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ.

"რეალურად, ისეთი ფურცელთა ერთობლიობა მოვიდა, რომელსაც ბრალთანაც კი არ ჰქონდა კავშირი. მტკიცებულებები საერთოდ არ პასუხობდა იმ მუხლს, რა მუხლიც ბრალდებაში ეწერა. ვახტანგ ყიფიანის მიმართ პატიმრობა კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდება," - აცხადებს ბრალდებული ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხუჭულავას - პატიმრობა.

დღის ამბები