24 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ტერიტორიიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მერქნული მასალა ამოიღეს. ადგილზე გამოვლენილია შესაბამისი ლიცენზიების გარეშე ორი ჭაბურღილი.

მოქალაქემ ასევე ვერ წარმოადგინა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ტექნიკური რეგლამენტები.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანაშრომლების მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ იქნა რამდენიმე ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო. ასევე, დალუქული არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მასზე განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. ვინაიდან ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ფაქტს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნება სამართალდამცავ უწყებაში," - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა.

დღის ამბები