ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტი, 1 შემთხვევის წყაროს და კონტაქტების დადგენა კი გრძელდება.
მარინა ეზუგბაიას თქმით, აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალ შემთხვევებზე მეტია და შესაბამისად გამოჯანმრთელების პროცენტულმა მაჩვენებელმაც მოიმატა და 82% შეადგინა.
ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტი არ მიუღიათ და ამ ეტაპზე 32 პაციენტია, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1213-ია.
7-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და ამ დროისთვის 994-ია.