აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ფოთში ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. 2008 წელს ოკუპანტების მიერ ფოთის ნავსადგურში ჩამოგდებული ბომბების შედეგად 12 მოქალაქე დაიღუპა და 50 -ზე მეტი დაიჭრა.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ფოთის საკათედრო ტაძარში რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.