25 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
"დიორის" ჩვენება სტუმრების გარეშე და პირბადიანი ცვილის ქანდაკებები ტუსოს მუზეუმში - თეატრები, მუზეუმები და გალეერები ახალ სტანდარტებზე გადაეწყვნენ

"დიორის" სახლმა 2021 წლის კოლექცია, იტალიის პატარა ქალაქ ლეჩეში პიაცა დელ დუომოზე გამართა. ეს "დიორის" ისტორიაში პირველი ჩვენებაა, რომელიც დამსწრე საზოგადოების გარეშე შედგა. ეს იყო ნამდვილი წარმოდგენა, თეატრალური დადგმა, ავთენტური ქორეოგრაფიული ელემენტებითა და ფოლკლორით. ჩვენებაში დომინირებდა თეთრი, ყავისფერი და შავი ფერები. ჟაკეტები ტყავის ელემენტებით და ხელნაკეთი აქსესუარები.

მადამ ტუსოს მუზეუმში ვიზიტებს ცვილის ფიგურები სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით დახვდებათ. მენეჯერები აცხადებენ, რომ მუზეუმში მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების წესები. სტუმრები შესვლას მხოლოდ პირბადეებით შეძლებენ, მათ შეუმოწმებენ ტემპერატურას. 

5 თვის შემდეგ იაპონიის დედაქალაქში კაბუკის ცნობილი თეატრი გაიხსნა, შეზღუდვებითა და მკაცრი რეგულაციების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, იაპონელებისგან პაუზის შემდეგ კაბუკის კარის გახსნა მაყურებლებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

დარბაზში სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა, რაც ავტომატურად დარბაზში სკამების რაოდენობასაც ამცირებს. ასევე მსახიობები წარმოდგენის მსვლელობის დროსაც კი პირბადეს ატარებენ.

დღის ამბები