26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად, ასევე, 3 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები