17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

პრეზენტაციებზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა. 

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი, უნდა მივაქციოთ ყურადღება, თელავის როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებას. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან ერთად, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც ზედმიწევნით იცის რეგიონის ყველა პრობლემა დღეს, კახეთის და თელავის; ეს ის ადამიანია, რომელსაც არ დასჭირდება ბევრი მომზადება და შესწავლა ამ პრობლემის, ეს ის ადამიანია, რომელიც არჩევნებიდან მეორე დღეს დაჯდება და დაიწყებს შრომას ამ კუთხის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად თელავის კეთილდღეოობისთვის და საბოლოო ჯამში, ერთად საქართველოს კეთილდღეობისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები