შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ცენტრს სააპელაციო განაცხადით მიმართონ.
მოთხოვნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მხოლოდ ელექტრონულად მიიღება, სადაც ასევე გამოქვეყნებულია სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციაც.