შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმში - აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა შინდისის გმირების მემორიალი შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შინდისის ბრძოლიდან 12 წლის შემდეგ გმირების სახელობის სკვერში, სიმბოლურად, დაღუპული მეომრების სახელზე 17 ხე დარგეს.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ აგვისტოს ომის ყველაზე გამორჩეულ ჯარისკაცებს, ნამდვილ გმირებს, შინდისის ბრძოლის მონაწილეებს და რამდენადაც ტრაგიკული იყო მათი აღსასრული, იმდენად დიდი გმირობა, დიდი თავდადება გამოიჩინეს მათ ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა მთელი ქვეყანა და მთელი მომავალი თაობები ვალშია ამ ადამიანების წინაშე," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.