25 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
"ფრანცეს სასადილო" - ანიმაციური წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმს გადაიღებენ

ანიმაციური წიგნიდან ანიმაციური ფილმის შექმნა წარმატებული გამოდგა. იდეამ კინოცენტრისა და ფრანგული ანიმატორული კომპანია "ფოლიმაჟის" დაფინანსება მიიღო. ქართველი ახალგაზრდა ანიმატორი ფილმის პერსონაჟების შექმნაზე უკვე 1 თვეა მუშაობს და ფილმის გადაღების პროცესიც ოქტომბერში დაიწყება. ფილმი სახელწოდებით "ფრანცესას სასადილო" ანი ჩუბინიძის მეორე ფილმი იქნება, სადაც გმირები ერთმანეთს მხოლოდ მუსიკის ბგერებით ეხმიანებიან.

7 წუთიანი ანიმაციის მთავარი გმირი ფრენცია, უცხოპლანეტელი მზარეული და თავის პატარა პლანეტაზე მარტო ცხოვრობს. მთელი ფილმი სწორედ მის თავგადასავალზეა, იმაზე, თუ როგორ აღმოაჩენს სხვა პლანეტას, სადაც მცხოვრებლებს არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, ამ მისიას სწორედ ფრენცი ითავებს.

პირველი პროცესი რაც პერსონაჟების ფურცელზე დახატვას მოიცავს დასრულებულია. ახლა შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ანიმაციისთვის თოჯინებსა და ატრიბუტებს ქმნის. საბოლოო ფორმის მიღების შემდგომ კი ხელით შექმნილ 15 პერსონაჟს უკვე გადასაღებ მოედანზე საფრანგეთში ელოდებიან.

"ფრანცეს სასადილო" ახალგაზრდა შემოქმედის პირველი ნამუშევარი არ არის.
დამწყები რეჟისორის მოთხრობიდან ანიმაციად ქცეულმა ნამუშევარმა "ჯიბის კაცმა" უკვე მიიღო 22 საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, ლონდონის, კანადისა და ჰიროშიმას საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალებზე. ანი ჩუბინიძის პირველი ნამუშევრის მსგავსად "ფრენცის სასადილოც" რეალურ სანახაობად უკვე მალე იქცევა და საფესტივალო ცხოვრებასაც 2021 წლის დასაწყისში დაიწყებს.

დღის ამბები