24 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ - ადგილობრივებმა გლოვის ნიშნად ცენტრში შავი ნაჭერი გამოფინეს

ახალქალაქში მოკლულ ახალგაზრდას ხვალ დაკრძალავენ. ოჯახი დამნაშავეების დროულად დასჯას მოითხოვს.

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ადგილზე ისევ პოლიციაა მობილიზებული. დანაშაულში მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში შავი ნაჭერი გამოფინეს. ისინი ამბობენ, რომ მოკლული ახალგაზრდა კონფლიქტური საერთოდ არ იყო. 

ამ დროისთვის 4 საცხოვრებელი სახლის დარბევისა და სასტუმროს დაწვისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები