ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 131 ადამიანს ჩაუტარდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 155 შეადგენს, მათ შორის 51 გამოჯანმრთელდა 3 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდ ინფიცირებულთა შორის 6 მცირეწლოვანია.