26 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ახალქალაქში მოკლულ 27 წლის მამაკაცს სოფელ გულიკამში დღეს დაკრძალავენ

ახალქალაქში სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლულ 27 წლის ვართან მირანიანს სოფელ გულიკამში დღეს დაკრძალავენ. მკვლელობისთვის ბრალდებულ არტურ გაბრიელიანის ოჯახის წევრებმა ახალქალაქის ტერიტორია დატოვეს, როგორც მეზობლები "კურიერთან" აცხადებენ, მათთვის უცნობია, რის გამო მოხდა კონფლიქტი.

ახალქალაქში დამწვარი შენობების მიმდებარედ ახლაც პოლიცია პატრულირებს.

"როცა ეს შემთხვევა მოხდა სამსახურში ვიყავი. დაბრუნებისას ხანძარი დავინახე, პოლიციის მანქანებიც იყვნენ. ეს ბიჭი ჩვენი მეზობელი იყო, რის გამო მოხდა კონფლიქტი არ ვიცი. დამწვარ შენობას ახლაც პოლიციის მანქანები იცავენ," - განაცხადა ადგილობრივმა. 

დღის ამბები