20 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ. ერთი სატვირთოს მძღოლია, მეორე ინფიცირებული კი, თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებული.

ისინი საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში სარფის საბაჟოდან შემოვიდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო მონაცემებით, აჭარაში ერთი პირი გამოჯანმრთელდა. ამდენად კოვიდცენტრში 18 პაციენტი რჩება.

3 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი 15 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები დადებითად აფასებენ.

დღის ამბები