19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
სვანეთში გაფართოებული ტესტირება დღეს იწყება - შემოწმდება მესტიის, უშგულისა და ლენჯერის მოსახლოება

გაფართოებული ტესტირება სვანეთში დღეს იწყება. ეპიდემიოლოგები მესტიის, უშგულისა და უკვე ჩაკეტილი ლენჯერის მოსახლოებას შეამოწმებენ. მათ შორის ტურისტებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო სვანეთში ჩარჩნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრება სავარაუდოდ, საჭირო აღარ გახდება. 

"მესტიაში ტესტირების ჩასატარებლად 8 ჯგუფი მუშაობს, ამის გარდა სოფლებში 2 ჯგუფია. მთავარია, რომ ძალიან სწრაფი ზომები მივიღეთ უკვე. არ მგონია ზომების კიდევ უფრო გამკაცრების საჭიროება იყოს. მუნიციპალიტეტში მკაცრი ზომებია მიღებული, ვერავინ შემოდის სპეციალური ნებართვის გარეშე. ლენჯერი ყველაზე მკაცრი ზომაა. რაც შეეხება უშგულს, მას შემდეგ, რაც გვეცოდინება ტესტების პასუხები, შეიძლება რაღაც განსხვავებული რეჟიმიც მივიღოთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები