ხონის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. სოფელ გოჩაჯიხაიშში მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, წვიმის დროს გზა სრულად იტბორება, შეუძლებელია გადაადგილება და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ადგილობრივების თქმით, უგზოობის გამო ავტობუსიც კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის.
სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა, მათი თქმით, დაპირების მიუხედავად პრობლემა არ მოგვარდა.