19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა.

ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ - ვლადისლავ არძინბასთან. შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის.

403 დღიან სამხედრო დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა, 300 ათასი ადამიანი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

დღის ამბები