განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა. პროტოკოლში აღნიშნულია, რომ სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, გარდა გარდა მოსწავლისა.
• მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
• შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
• შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
• პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა.
რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეკისრებათ ვალდებულება, პირბადეების რეზერვი ჰქონდეთ.