აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ახალგაზრდა ქალს რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა ქობულეთში ცხოვრობს. ეპიდემიოლოგებმა ამ ეტაპზე 15 კონტაქტი დაადგინეს, ყველა პირი კარანტინშია მოთავსებული. 53 პირზე დაწესებულია ეპიდზედამხედველობა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთის ახალი კლასტერის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს კონტაქტების ინტენსიური კვლევა.
აჭარაში კორონავირუსით 19 პირია ინფიცირებული.