ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს, რომ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში, რეგულაციების ახალი პაკეტის ამოქმედების ვადა ორი წლით გააგრძელოს.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დადგენილებაში ასახული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა ვერ შეძლებს.
"ეს არის ამ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში არაგონივრული გადაწყვეტილება. ერთია ზრუნავდე ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზე და მეორე მძიმე მდგომარეობაში აყენებდე კლინიკებს. ამან შესაძლოა ბევრი კლინიკის დახურვა გამოიწვიოს. დაუშვებელია მოხრჩობის წესით მსგავსი პრობლემის მოგვარება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.