19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
სვანეთში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სვანეთში ტესტირების შედეგად 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, სვანეთში კორონავირუსზე 4000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.

"ჯერჯერობით, ამ წუთის მდგომარეობით, დაწესებული შეზღუდვები რჩება მესტიის მუნიციპალიტეტში. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების მიერ მოსახლეობის დატესტვა. პირველი ტესტირება ჩატარდა უშუალოდ იმ უბანში, სადაც აღმოჩენილი იყო ინფექცია, შემდეგ მოიცვა სრულიად მესტიის მუნიციპალიტეტი. 4000-ზე მეტი ტესტი არის გაკეთებული, სამწუხაროდ, 2 ახალ შემთხვევასთან გვაქვს კავშირი, მაგრამ ეს ინფიცირებული ოჯახის კონტაქტია," - განაცხადა ნინო ვიბლიანმა

დღის ამბები