დღეს "დიდი სცენის" ნახევარფინალია. დღევანდელ ცოცხალ კონცერტზე დუეტები შესრულდება, მონაწილეებს პარტნიორობას ცნობილი მუსიკოსები გაუწევენ. დღეს პროექტს უკვე არა ერთი, არამედ 2 კონკურსანტი გამოეთიშება.
გასული ტურის დროს 2 აუტსაიდერი დასახელდა - თინა დათიკაშვილი და გიორგი ფუტკარაძე, ხოლო ხმათა უმრავლესობა ლევან ყანდიაშვილს ერგო. პროექტის წესებიდან გამომდინარე, დარჩენილი 5 მონაწილიდან ფინალში მხოლოდ 3 კონკურსანტი გადაინაცვლებს.