"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს. მისი თქმით, ერთჯერადი დახმარების მიმღებთა რეგისტრაციის ვადა უნდა გახანგრძლივდეს და ხელისუფლება თვითდასაქმებულებს ონლაინ აპლიკაციის შევსებაში დაეხმაროს.
ნაცვლიშვილის თქმით, დასაქმებულთა ნაწილს არ შეუძლია აპლიკაციის შევსება, რის გამოც დახმარება ვერ მიიღეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს ქუთაისში მოვაჭრეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ხელისუფლება თვითდასაქმებულებს აპლიკაციის შევსებაში არ დაეხმარება, ამ ფუნქციას "ლელო" შეასრულებს.