სენაკში ოჯახი გაძარცვეს. "კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე თავდამსხმელი დილის საათებში სახლში შეიჭრა, სადაც მათ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ასაკოვანი ქალი დახვდათ. ჯერჯერობით, არ ხმაურდება, რა წაიღეს დამნაშავეებმა. სავარაუდოდ, თანხაა წაღებული.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.